აშშ-ში მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეათანხმების დარღვევაში სომხეთი და აზერბაიჯანი კვლავ ერთმანეთს ადანაშაულებენ.
„მინდა განვაცხადო, რომ საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევამ, ამ შემთხვევაში, აშშ-ის შუამოავლობით მიღწეულმა შეთანხმებამ მარცხი განიცადა. იმდენად, რამდენადაც აზერბაიჯანი კვლავ განაგრძობს დაბომბვას“ - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა 27 ოქტომებრს. ნიკოლ პაშინიანის თქმით, არცახში, როგორც სომხები მთიან ყარაბაღს უწოდებენ, აზერბაიჯანული დაბომბვის შედეგად, სამოქალაქო პირები დაიღუპნენ და დაშავდნენ.
ასევე ნახეთ: სომხეთს და აზერბაიჯანს შორის ცეცხლის შეწყვეტის ახალი შეთანხმებაც დაირღვათავის მხრივ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო, ჰუმანიტარული მიზნებით, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეული შეთანხმების დარღვევაში სომხეთს ადანაშაულებს.
„სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა, 26-27 ოქტომბრის განმავლობაში, სხვადასხვა იარაღით ცეცხლი გახსნეს აზერბაიჯანის საჯარისო დანაყოფების წინააღმდეგ, რამდენიმე მიმართულებით - ფრონტზე, და ფრონტის ხაზთან მდებარე ჩვენს დასახლებებზე. ბრძოლები ძირითადად გრძელდება ფრონტის ხაზზე, ხოჯავერდში, ფიზულსა და გუბადლიში“ - ნათქვამია აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების მიერ გვარცელებულ განცხადებაში.
ასევე ნახეთ: პომპეო ვაშინგტონში სომეხ და აზერბაიჯანელ კოლეგებს შეხვდაცეცხლის შეწყვეტის შესახებ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისა და ორი მთავრობის ერთობლივი განცხადება 25 ოქტომბერს გამოცხადდა. ასევე მალევე დაივრღვა რუსეთის შუამავლობით მანამდე ორჯერ მიღწეული შეთანხმება.
მთან ყარაბაღში, ეთნიკურ ნიადაგზე დაძაბულობა ქრისტიან სომხებსა და მუსლიმ აზერბაიჯანელებს შორის ათწლეულების განმავლობაში გრძელდება.
საერთაშორისო სამართლის ნორმებით, მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის ნაწილია. მაგრამ სომხური მოსახლეობა, რომელიც რეგიონში მცხოვრებ ეთნიკურ უმრავლესობას წარმოადგენს, აზერბაიჯანის მმართველობას უარყოფს. ისინი, რეგიონს სომხეთის დახმარებით თავად მართავენს მას შემდეგ, რაც 1990-იანი წლების ომის შემდეგ რეგიონიდან აზერბაიჯანელები განდევნეს.
26 ოქტომბერს, ერისადმი გაკეთებული მიმართვისას, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანს სურს კონფლიქტის მოგვარება, პოლიტიკური, ან სამხედრო გზით. ალიევი კვლავ აცხადებს, რომ კონფლიქტის შესაწყვეტად, სომხურმა შეიარაღებულმა ძალებმა რეგიონი უნდა დატოვონ.
აშშ, საფრანგეთი და რუსეთის წარმომადგენლები, როგორც მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარები, მთიანი ყარაბაღის მემას 29 ოქტომბერს, ჟენევაში განიხილავენ.
27 სექტემბერიდან დღემდე, მას შემდეგ, რაც კონფლიქტი განახლდა, სულ მცირე, 1000 ადამიანის დაღუპვის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ განახლებული კონფლიქტის შედეგად 5 000 ადამიანამდე დაიღუპა.
ასევე ნახეთ: ლავროვი ამბობს, რომ რუსეთი თურქეთთან თანამშრომლობას გააგრძელებსიზრდება შიში, სამხრეთ კავკასიაში კიდევ უფრო ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შესაძლებლობის შესახებ - სომხეთის მოკავშირე რუსეთისა და აზერბაიჯანის მოკავშირე, ნატოს წევრი თურქეთის ჩარევის ფონზე.