ბრიტანეთსა და არგენტინას შორის არსებული დაძაბულობის ფონზე, ორშაბათს ბრიტანეთთან ასოცირებული კრუიზის გემები არგენტინის ერთ-ერთ პორტში არ შეუშვეს. ბუენოს აირესსა და ლონდონს შორის დიპლომატიური დაპირისპირება გრძელდება ფოლკლენდის კუნძულებთან დაკავაშირებით.
ტიერა დელ ფუეგოს ადგილობრივმა მთავრობამ გემები „სტარ პრინცესი“ და „ადონია“ უშუიას პორტში არ აშეუშვა იმის გამო, რომ მათი ერთ-ერთი გაჩერება ფოლკლენფის არქიპელაგი იყო.
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა უწყებამ მომხდართან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა.