სირიაში არაბული ლიგის სამშვიდობო მისია ამოქმედდება

სირიაში არაბული ლიგის სამშვიდობო მისია ამოქმედდება

დამასკოსში კვირას სუდანელი გენერალი ჩავიდა, რომელიც არაბული ლიგის დამკვირვებელთა მისიას უხელმძღვანელებს. სირიის ოპოზიცია კი თავის მხრივ, ამ მისიაში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ჩარევას მოითხოვს, რაც მათი განცხადებით სამთავრობო ძალების მხრიდან ძალადობასა და სისხლისღვრას შეაჩერებს.

გენერალი მუჰამედ ალ დაბი სირიაში გამგზავრებამდე არაბული ლიგის თავკაცს- ნაბილ ელ არაბის ქაიროში შეხვდა, სადაც მისიის მუშაობის ძირითადი კონცეფცია განიხილეს. ორშაბათს სირიას დამკვირვებელთა 50 კაციანი ჯგუფი ეწვევა.