კომპანიაში სულ 1,2 მილიონი ადამიანია დასაქმებული
ჩინეთის გლობალური ტექნოლოგიების წამყვან კომპანიათა მეპატრონეებმა აღიარეს, რომ ისინი სამსახურში არასრულწლოვან ახალგაზრდებს ასაქმებდნენ, რომელთა შორის ზოგიერთი მოზარდის ასაკი 14 წელი იყო.
"ფოქსკონის" ტექნოლოგიის ჯგუფის განცხადებით, შანდონგის პროვინციაში კომპანიამ ბოლო სამი კვირის განმავლობაში დაუდგენელი რაოდენობის მოზარდი მუშახელი დაასაქმა. თუმცა, მალევე, კომპანიამ ზომები გაატარა და მოზარდები სკოლებს დაუბრუნდნენ.
ჩინეთში შრომის კოდექსის თანახმად, მოქალაქეებს მუშაობა 16 წლის ასაკიდან შეუძლიათ.
ფოქსკონი აშშ-ში განთავსებული ტექნოლოგიური გიგანტის - „ეფლის" და წამყვანი კომპანიების მთავარი კონტრაქტორია. ფოქსკონმა არ დააკონკრეტა, თუ რა სახის პროდუქციას ამზადებს შანდოგის პროვინციაში მდებარე კომპანია. ფოქსკონი ტაივანის ინდუსტრიული კომპანიის მფლობელობაშია და ჩინეთში ერთ-ერთი წამყვან წარმოებად ითვლება. კომპანიაში სულ 1,2 მილიონი ადამიანია დასაქმებული.