ახალი აიფონები და მეოთხე თაობის საათები - ცნობილმა ამერიკულმა კომპანია "ეფლმა" ოთხშაბათს მომხმარებელს რამდენიმე პროდუქტის ახალი მოდელები წარუდგინა. პრეზენტაციას, რომელიც სტივ ჯობსის სახელობის თეატრში გაიმართა, "ეფლის" მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი ტიმ კუკი უძღვებოდა.
ახალი აიფონები გაცილებით ძვირია, მათი ფასები შეერთებულ შტატებში თითქმის ათას დოლარს მიაღწევს. ყველაზე ძვირი აიფონი 10s იქნება და ის 999 დოლარი ეღირება. წინა გამოშვებები XR და 10r, კი - $749.
"ეფლი" სმარტფონების, სმარტსაათების, თუ სხვა სატარებელი ტექნოლოგიების ინდუსტრიაში, ჯერ კიდევ განვითარების მთავარი მიმართულებების დამწესებლად ითვლება. კომპანია ახალ მოდელებზე წინასწარ შეკვეთებს პარასკევს, 14 სექტემბრიდან მიიღებს და პირველი ტელეფონები და საათები მომხმარებლებს შორის უკვე 21 სექტემბრიდან გამოჩნდება.