ჰილარი კლინტონი ვლადივოსტოკში ჩავიდა
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ჰილარი კლინტონი რუსეთში დაგეგმილ აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნების, იგივე „აპეკის“ სამიტზე დასასწრებად ჩავიდა.
ჩინურმა პრესამ ვაშინგტონს მოუწოდა არ გამოიყენოს აღნიშნული სამიტი პოლიტიკური მიზნებისთვის.
აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნების ლიდერები რუსეთის აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ ვლადივოსტოკში იკრიბებიან. სამიტის მთავარი თემა სამხრეთ ჩინეთის ზღვაზე დაწყებული ტერიტორიული დავაა, რომელიც ჩინეთსა და ამერიკის მოკავშირე აზიურ ქვეყნებს შორის მიმდინარეობს. ასევე, სამიტზე განიხილება ის მცდელობები, რომელიც მსოფლიოს და რეგიონის ეკონომიკურ გამოცოცხლებას შეუწყობს ხელს. აზია-წყნარი ოკეანის ქვეყნების ორგანიზაციაში 21 სახელმწიფოა გაერთიანებული, რაც მსოფლიოს მოსახლეობის 40 პროცენტს შეადგენს.