მთავარი თემა სამხრეთ ჩინეთის ზღვის სტატუსია
აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის ლიდერები რუსეთში იკრიბებიან. მათ მიზანს სამხრეთ ჩინეთის ზღვის სტატუსის განხილვა წარმოადგენს. ზღვაზე პრეტენზიას აცხადებენ ტაივანი, ვიეტნამი, მალაიზია, ბრუნეი, ფილიპინები და ჩინეთი. დეტალებს „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი სკოტ სტერნსი პეკინიდან არკვევდა.
სადავო ტერიტორიულ წყლებში ჩინური პატრულის გამოჩენამ და ზღვაში მდებარე კუნძულზე ჩინური სამხედრო გარნიზონის მოწყობამ, სამხრეთ ჩინეთის ზღვაზე არსებული საერთაშორისო კონფლიქტი გააღრმავა. რორი მედკალფი ავსტრალიის ლოუვის ინსტიტუტში საერთაშორისო უსაფრთხოების კვლევის პროგრამას ხელმძღვანელობს.
„არსებობს მზარდი საფრთხე, რომ პატარა ინციდენტი შესაძლოა კონფლიქტში გადაიზარდოს, რაშიც ჩართული აღმოჩნდებიან ჩინეთი და მისი მეზობლები. ეს კი ყველას გვაშფოთებს,“ - ამბობს მედკალფი.
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ჰილარი კლინტონი სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებს ერთობლივი შეთანხმებისკენ მოუწოდებს, რამაც ზღვაზე არსებული დავა უნდა გადაჭრას:
„ჩვენ გვჯერა, რომ რეგიონის ქვეყნებმა ერთმანეთთან უნდა ითანამშრომლონ, რათა დავები გადაიჭრას იძულების. დაშინების, მუქარის და ძალის გამოყენების გარეშე.“
ინდონეზიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარტი ნათალეგავამ განაცხადა, რომ მას ჩინელ კოლეგასთან ვაშინგტონის იდეასთან დაკავშირებით საკმაოდ გულახდილი საუბარი ჰქონდა.
ამის მიუხედავად, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციამ ივლისში შეთანხმების მიღწევა ვერ შეძლო. ვაშინგტონში მოქმედი კატოს ინსტიტუტის ანალიტიკოსი ამბობს, რომ ამ მიმართულებით, შესაძლოა, რუსეთში დაგეგმილ სამიტზე ვერ შეძლონ შეთანხმების მიღწევა.
„ვფიქრობ საკითხის სხვადასხვა ქვეყანაში გადატანით ვცვლით დინამიკას. პირველ რაუნდში ჩართული ქვეყნების უმრავლესობა ძალიან თავშეკავებული იყო იმ შედეგთან დაკავშირებით, რაც მოხდა ასეანის სამიტზე,“ - აცხადებს ლოგანი.
დაძაბულობის განმუხტვას ართულებს ჩინური პოზიცია, რომლის თანხმადაც აზიაში ობამას ადმინისტრაცია გავლენის გაფართოებას ცდილობს.
„შეერთებულმა შტატებმა ბევრჯერ განაცხადა, რომ მათ არ გააჩნიათ მოთხოვნები სამხრეთ ჩინეთის ზღვაზე. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ისინი შეასრულებენ ამ პირობას და უფრო აქტიურად იმუშავებენ რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის,“ - განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰონგ ლიმ.
შეერთებული შტატები იმედოვნებს, რომ რუსეთში დაგეგმილი აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის, იგივე აპეკის, სამიტი ხელს შეუწყობს სამხრეთ ჩინეთის ზღვის გარშემო არსებული კონფლიქტის გადაჭრას და შესაბამისი შეთანხმების შემუშავებას.