შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოს კონსერვატიული მოსამართლე ენტონი კენედი, ცოტა ხანში, თანამდებობას დატოვებს. 81 წლის კენედი, მოსამართლედ რესპუბლიკელმა პრეზიდენტმა 30 წლის წინ დანიშნა ამ გავლენიან თანამდებობაზე. თუმცა, კარიერის განმავლობაში, კენედიმ არაერთხელ დაუჭირა მხარი მისი კონსერვატორი კოლეგებისგან განსხვავებულ პოზიციას.
ცხრა წევრიან უზენაეს სასამართლოში მოსამართლის ვაკანსიის გაჩენაში კონსერვატორები შანსს ხედავენ დანიშნონ ახალი მოსამართლე, რომელიც მათი მიდგომების ერთგული იქნება. ასეთი რეალობა აშინებს ლიბერალური შეხედულების ადამიანებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ სასამართლომ შესაძლოა აბორტისა და სექსუალური უმცირესობების უფლელების შესახებ გადაწყვეტილებებზე საუბარი თავიდან დაიწყოს.
პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ენტონი კენედის „უზადო ხედვა ქონდა“ და რომ ის დაუყოვნებლივ დაიწყებს მისი შემცვლელის ნომინაციაზე მუშაობას.