რუსეთში, "ვაგნერის" ჯგუფის ხანმოკლე ამბოხის შემდეგ, თანამდებობა კიდევ ერთ რუს გენერალს დაატოვებინეს. სოციალურ ქსელ "ტელეგრამზე" გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ეს არის გენერალ-მაიორი ვლადიმირ სელივიორსტოვი.
ასევე ნახეთ: კიევი აცხადებს, რომ ათობით რუსი სამხედრო გაასამართლესგენერალი 106-ე საჰაერო დესანტის დივიზიას მეთაურობდა. 15 ივლისს გამოქვეყნებული ცნობით, სელივიორსტოვი თანამდებობიდან თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოუგუმ გაათავისუფლა.
ამერიკულ გამოცემა "უოლ-სტრიტ ჯორნალში" გამოქვეყნებული მასალის მიხედვით, ამბოხის გამო, რუსეთში სულ ცოტა 13 მაღალჩინოსანი სამხედრო პირია დაკავებული.
რუსეთის უსაფრთხოების სამსახურებთან დაკავშირებული "ტელეგრამის" არხებზე, გენერალ სელივიორსტოვის მოხსნის მიზეზზე არაფერს წერენ. თუმცა, ერთ-ერთი მათგანზე აცხადებენ, რომ ის სამინისტროში მიღებულ გადაწყვეტილებებს არ ეთანხმებოდა.
ევგენი პრიგოჟინის მეთაურობით, უკრაინაში მებრძოლი "ვაგნერის" კერძო სამხედრო დაჯგუფების ამბოხი, დაახლოებით 3 კვირის წინ, 23 ივნისს დაიწყო და მალევე, 24 ივნისს შეწყდა. ამბოხებულები თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს, გენშტაბის მეთაურ ვალერი გერასიმოვის და სხვა ხელმძღვანელების წინააღმდეგ ილაშქრებდნენ. უთანხმოების წამყვან მიზეზად, უკრაინაში ომის არასწორად მართვა სახელდებოდა.