1.3 მილიონი უმუშევარი დაემატა ერთ კვირაში ამერიკელ უმუშევართა რიგებს

ნიუ-იორკის დასაქმების დეპარტამენტის შენობა

გასული კვირის განმავლობაში, დამატებით 1.3-მა მილიონმა ამერიკელმა შეავსო უმუშევრობის კომპენსაციის მოთხოვნის ფორმა. შეერთებულ შტატებში პანდემიის სწრაფად მზარდი მასშტაბები და ისევ შემოღებული საკარანტინო შეზღუდვები დიდ გავლენას ახდენს დასაქმების პრობლემაზე.

ვითარება მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყანაში დანარჩენი სახელმწიფოებისთვისაც მნიშვნელოვანია, რადგან როგორც წესი, ეს მსოფლიო ეკონომიკაზეც აისახება. ოფიციალური მონაცემებით, ახლა შეერთებულ შტატებში 17.3 მილიონი უმუშევარია.

ბოლო თვეების მანძილზე უმუშევრობის დახმარება ჯამში 51 მილიონ ამერიკელს გაეწია. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, უმუშევრობის ყველაზე დიდი მაჩვენებელი მარტში დაფიქსირდა. მაშინ სამსახური სულ ერთი კვირის განმავლობაში, ერთდროულად 6.9 მილიონმა ამერიკელმა დაკარგა.

ასევე ნახეთ: ფერგიუსონი: პანდემიაზე დამანგრეველი ის ეკონომიკური ზომებია, რომელიც მივიღეთ