ისტორიის სისხლიანი ფურცელი: 28 წელი სამხედრო პუტჩიდან
Your browser doesn’t support HTML5
1991 წლის 22 დეკემბერს, თბილისში სამხედრო პუტჩი დაიწყო. პუტჩისტებმა, რომლებსაც იარაღით სსრკ-ის ამიერკავკასიის სამხედრო ოლქი ამარაგებდა, დედაქალაქის ცენტრი მთლიანად გადაწვეს. გადატრიალებამ 113 ადამიანი შეიწირა, ლეგიტიმური პრეზიდენტის გამსახურდიას განდევნით და სისხლისმღვრელი სამოქალაქო ომით დასრულდა.