თვითმკვლელი ტერორისტის მიერ მოწყობილ აფეთქებაში დაცვის ერთი თანამშრომელი დაიღუპა
რამდენიმე საათის წინ აფეთქება მოხდა თურქეთის დედაქალაქში მდებარე ამერიკის საელჩოს კომპლექსთან. პასუხისმგებლობა თვითმკვლელი ტერორისტის მიერ განხორციელებულ იერიშზე ჯერჯერობით არავის აუღია. დაღუპულია საელჩოს დაცვის ერთი წევრი.
ამერიკის ხმის კორესპონდენტი თურქეთში იუწყება, რომ გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქების მომენტში დენის უქონლობის გამო უსაფრთხოების ვიდეოკამერები გამორთული იყო. დაღუპული დაცვის წევრი საგუშაგოზე რენტგენის მანქანასთან იმყოფებოდა. საელჩოს თანამშრომლების თქმით, ისინი სასწრაფოდ უსაფრთხო ოთახებში გადაიყვანეს. მთელ პერიმეტრს ამჟამად თურქული პოლიცია აკონტროლებს. იმავე ტერიტორიაზე ამერიკის საელჩოს გვერდით რამდენიმე სხვა ქვეყნის წარმომადგენლობაა განლაგებული.
აფეთქება მოხდა პაკისტანშიც. თვითმკვლელი ტერორისტის სამიზნე შიიტების სამლოცველო იყო. პარასკევის ტრადიციულ ლოცვაზე ქალაქ ჰანგუში 21 ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა. შიიტი უმცირესობის წინააღმდეგ მიმართული ძალადობა და რელიგიური დაპირისპირებები რეგიონისთვის უცხო არ არის.