სპეციალისტებმა ენდი ვორჰოლის ციფრული არტი აღადგინეს

პიცბურგში ბაზირებული პროგრამისტის კით ბეარის სარდაფში მოხვედრა პირველყოფილი კომპიუტერების ხანაში დაბრუნებას ნიშნავს.

მისი მასიური ეკრანი და ხმაურიანი დისკ-დრაივები მრავალი ადამიანის თაროს ამშვენებდა, ახლა ისინი თანდათან დავიწყებას ეძლევა

"ძველ ტექნიკას ის უბრალოება აქვს, რომელსაც თანამედროვე კომპუტერებში ვეღარ ნახავთ."

კარნეგი მელონის უნივერსიტეტის კომპიუტერების კლუბში ბეარს-კომოდორეს კომპანიის პორტატული კომპიუტერის "ამიგას" მსგავსად, "ამიგა გურუს" ეძახიან.

გსმენიათ?

გავიხსენოთ 1985 წელი როცა კომოდორე ამიგა უახლესი და თანამედროვე კომპიუტერი იყო. როგორც იუთუბის მოცემულ ვიდეოზე ვხედავთ, კომოდორემ ენდი ვორჰოლს კომპიუტერის შესაძლებლობების დემონსტრირება თხოვა.

კით ბეარი: "ვორჰოლმა ციფრული სურათები გადაიღო და მათი მოდიფიცირება შეძლო მანამ, ვიდრე ადამიანების უმრავლესობა ციფრულ ფოტოგრაფიას გაეცნობოდა."

ამით ვორჰოლის ციფრულ სფეროში მოღვაწეობა თითქოს ამოიწურა.
1987 წელს, არტისტის გარდაცვალების შემდეგ კომპიუტერის დისკეტები ვორჰოლის მუზეუმში შეინახეს.

დივია ჰეფლი, კარნეგის ხელოვნების მუზეუმის ფოტოგალერეიდან დოკუმენტურ ფილმს ქმნის, სახელწოდედებით "უხილავი ფოტოგრაფი."
1985 წელს ამიგას კომპიუტერის დაწყების ხანის ამსახველმა ვიდეო კადრებმა, მას კარნეგის ხელოვნების და ვორჰოლის მუზეუმების ბეარის კომპიუტერულ კლუბთან დაკავშირების იდეა მისცა იმ მიზნით, რომ ვორჰოლის ამიგას კომპიუტერის კონტენტის აღდგენა მომხდარიყო.

კით ბეარი: "ამ მომენტში არც არავინ იცოდა თუ რას ვნახავდით დისკეტებზე."

ბეარი ამბობს, რომ გუნდს გარკვეული დრო დასჭრდა შეესწავლა ის პროგრამა, რომელმაც ეს გამოსახულებები შექმნა.

კით ბეარი: "მაშინ დავფიქრდით იმაზე, თუ როგორ უნდა ამოხსნას ციფრული ინფორმაცია კომპიუტერულმა პროგრამამ."

შედეგები კომპიუტერული ექსპერიმენტით გამოვლინდა.

დისკეტებზე ლეგენდარული კემპბელის სუპის ციფრული გამოსახულება, ვორჰოლის ავტოპორტრეტი და 20 სხვა ნამუშევარი აღმოაჩინეს.

ჰეფლი ამბობს, რომ ვორჰოლის ნამუშევრების მიგნება ისტორიის გაკვეთილი და გამაფრთხილებელი ფაქტია.

ჰეფლი: "ჩვენ რომ ამ საქმეს სიფრთხილით არ მოვკიდებოდით, ტექნოლოგია დაძველდებოდა და ვეღარ შევძლებდით ფოტოების აღდგენასა და ამ ძვირფასი იმიჯების ნახვას."

ვორჰოლის ნამშევრები ახლა სრულად აღდგენილია და არქივში ინახება. მათი ხილვა კარნეგის ხელოვნების მუზეუმში-"უხილავი ფოტოგრაფის" სერიის ერთერთ ინსტალაციაზე, სახელად "დაკარგული" შეიძლება.