ორგანიზაციამ ხუთი პატიმარი „სინდისის პატიმრებად“ გამოაცხადა
ადამიანის უფლებადამცველმა საერთაშორისო ორგანიზაცია „საერთაშორისო ამნისტიამ“ კუბაში ხუთი პატიმარი „სინდისის პატიმრებად“ გამოაცხადა და მთავრობას მათი დაუყოვნებელი და უპირობო გათავისუფლება სთხოვა.
„საერთაშორისო ამნისტიის“ ინფორმაციით, ეს უკანასკნელი დაპატიმრება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ კუნძულ სახელმწიფოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება მუდმივად ილახება. ხუთივე დაკავებული მამაკაცი კუბის პატრიოტული კავშირის წევრებიარიან. ეს არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელის კუბაში სამოქალაქო საზოგადოებისა და სამოქალაქო თავისუფლების დამყარებას ცდილობს.
ჰავიერ ზუნიგა საერთაშორისო ამნისტიის მრჩეველია. მისი თქმით, უკანასკნელი ხუთი დაკავება მხოლოდ აისპერგის წვერია. ორგანიზაციის ინფორმაციით, გასულ წელს კუბაში მთავრობის მოწინააღმდეგე 6 602 აქტივისტი დააკავეს, 2011 წელს 4 123 და 2010 წლს კი 2 074.