"საერთაშორისო ამნისტია": სირიის მთავრობა შეთანხმებებს ოპოზიციის წინააღმდეგ იყენებს

ორგანიზაცია "საერთაშორისო ამნისტია" აცხადებს, რომ სამოქალაქო პირები სირიაში, ალყაშემორტყმულ ზონებში, იძულებულნი არიან საკუთარი სახლები დატოვონ. ეს კი ქვეყანაში დაპირისპირებულ ძალებს შორის მიღწეული შეთანხმების შედეგია, რომლის გამოც იძულებით გადასახლებული პირები შემზარავ პირობებში ცოხვრობენ.

ორშაბათს გამოცემული ანგარიშის თანახმად, ადამიანის უფლებადამცველი ჯგუფები ამბობენ, რომ სირიის მთავრობა ასეთ შეთანხმებებს წარმატებულად იყენებს ოპოზიციის დასამარცხებლად და მის დასამორჩილებლად.

კონფლიქტი სირიაში 2011 წლის მარტში პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ხელისუფლების საწინააღმდეგო გამოსვლებით დაიწყო და სამოქალაქო ომში გადაიზარდა, რომელსაც ასობით ათასი ადამიანი ემსხვეპლა. რამდენიმე მილიონი ადამიანი კი იძულებული იყო საცხოვრებელი დაეტოვებინა. მოსახლეობის ნაწილი მეამბოხე თუ სამთავრობო ძალების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიებზე რჩება.