თებერვლის ყოველ მესამე ორშაბათს, ამერიკელები პრეზიდენტი დღეს აღნიშნავენ. თებერვალში, ამერიკის ორი ყველაზე ცნობილი პრეზიდენტის დაბადეის დღეა - პირველი პრეზიდენტის, ჯორჯ ვაშინგტონის და მე-16-ე პრეზიდენტის, აბრაამ ლინკოლნის, რომელიც ქვეყანას სამოქალაქო ომის დროს მართავდა.
პრეზიდენტის დღე, ზოგიერთი დასაქმებულისთვის, მაგალითად, ფედერალური საამსახურის თანამშრომლებისა და ბანკის თანამშრომლებისთვის დასვენების დღეა. მაგრამ, ბევრისთვის ეს დღესასწაული დასვენების დღეს არ ნიშავს.
რადგან დღესასწაული ზამთარში აღნიშინება, ის არ ასოცირდება ხალხმრავალ შეკრებებთან, პიკნიკებთან და ა.შ. ხშირად, ამ დღესასწაულზე კომპანიები მომხმარებლებს საგანგებო ფასდაკლებებს სთავაზობენ.
წელს, ბოსტონში არსებული აუქციონის სახლი „არ-არ აუციონი“ მსურველებს განსაკუთღებულ ლოტებს სთავაზობს. ონლაინ აქუციონზე, აშშ-ის პრეზიდენტებთან დაკავშირებული 300-მდე არტეფაქტი იქნება წარმოდგენილი. მათ შორის, პრეზიდენტ ჯონ ფიცჯერალდ კენედის ჰარვარდის ჟოლოსფერი სვიტერი, ჯორჯ ვაშინგტონის თმის სამაგრები და აბრაამ ლინკოლნის მიერ ხელმოწერილი ფოტოსურათი.
აუქციონზე ასევე წარმოდგენილი იქნება დოკუმენტები, მათ შორის ჯონ ქუინს ადამსის, ჯეიმს მედისონისა და ულისე გრანტის საქმიანი დოკუმენტები.
დასაწყისი
პრეზიდენტის დღე სათავეს, პირველი პრეზიდენტის, ჯორჯ ვაშინგტონის დაბადების დღის აღნიშვნიდან იღებს. ის 22 თებერვალს დაიბადა.
კონგრესმა, პრეზიდენტის დღე ფედერალურ დღესასწაულად 1968 წელს გამოაცხადა. ამავე წელს, მისი აღნიშვნის თარიღად, თებერვლის მესამე ორშაბათი დადგინდა.
მაშინ, ზოგიერთი ფიქრობდა, რომ დღესასწაული პრეზიდენტ ლინკოლნის დაბადების დღეზე უნდა ეზეიმათ, რომელიც 12 თებერვალსაა. შესაბამისად, დღესასწაულისთვის, ვაშინგტონის დაბადების დღის ნაცვლად, პრეზიდენტის დღე უნდა ეწოდათ. კონონმდებლებმა იდეა უარყვეს და ოფიციალურად, დღემდე ამ დღესასწაულს ვაშინგტონის დაბადების დღე ჰქვია. ნებისმიერ შემთხვევაში, დღესასწაული მაინც პრეზიდენტის დღედაა ცნობილი და აშშ-ის ყველა პრეზიდენტის დღედ მიიჩნევა.
46-ე პრეზიდენტი
2021 წლის 20 იანვარს, აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდა. ის აშშ-ის მეთხუთმეტე პრეზიდენტია, ვინც მანამდე ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა. მათგან რვამ, პრეზიდენტის თანამდებობა, მოქმედი პრეზიდენტის გარდაცვალების გამო დაიკავა. ჯერალდ ფორდი კი პრეზიდენტი მაშინ გაცხდა, როცა რიჩარდ ნიქსონი თანამდებობიდან გადადგა.
ბაიდენი, ასევე არის ერთგვარი ტენდენციის გამგრძელებელი, როცა აშშ-ის პრეზიდენტთა დიდი ნაწილი კონგრესის წევრი იყო. ბაიდენი სენატორ, ან კონგრესმენ 26 პრეზიდენტთაგან ერთ-ერთია.
ამასთან, ახალი პრეზიდენტი, კენედის შემდეგ, ქვეყნის ისტორიაში მეორე კათოლიკე პრეზიდენტია.
Your browser doesn’t support HTML5
ყველა დანარჩენი პრეზიდენტი პროტესტანტი იყო. არცერთი პრეზიდენტი არ ყოფილა ებრაელი ან მუსლიმი, არცერთი მათგანი არ ყოფილა ოფიციალურად ათეისტი. თუმცა, მიიჩნეოდა, რომ თომას ჯეფერსონი, აბრაამ ლინკოლნი და უილიამ ჰოვარდ ტაფტი, აგნოსტები ან ათეისტები იყვნენ.
78 წლის ასაკით, ჯო ბაიდენი აშშ-ის უხუცესი პრეზიდენტია. მანამდე ამ სტატუსს 70 წლის ასაკით, დონალდ ტრამპი იმსახურებდა.
ქვეყნის ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტი თეოდორ რუზველტი იყო, 42 წლის ასაკში. ჯონ ფიცჯერალდ კენედიმ თეთრი სახლის ოვალური კაბინეტი 43 წლის ასაკში დაიკავა.