ჯონ უოლკერ ლინდი, რომელიც შეერთებულ შტატებში მას შემდეგ იხდის სასჯელს, რაც 2001 წელს ის ავღანეთში, ამერიკელმა სამხედროებმა დააკავეს, გათავისუფლებულია.
ლინდი შეერთებული შტატების მოქალაქეა, რომელმაც მისი თქმით, ისლამი ადრეულ ასაკში მიიღო, საცხოვრებლად იემენში გადავიდა, ხოლო მოგვიანებით, პაკისტანში რელიგიურ მადრასაში სწავლობდა და შემდეგ ავღანეთში, ალ-ყაიდას საწვრთნელ ბაზებზე ექვსი კვირა დაჰყო.
ის შეერთებული შტატების შეიარაღებულმა ძალებმა, 2001 წლის ნოემბერში დააკავა და ჩრდილოეთ ავღანეთში, საპატიმრო ციხე-სიმაგრეში გადაიყვანა.
საპატიმროში, ლინდი ცენტრალური სადაზვერვო სააგანტოს აგენტმა მაიკ სპანმა დაკითხა. სპანისთვის მას არ უთქვამს, რომ ის შეერთებული შტატების მოქალაქე იყო და არც ციხეში დაგეგმილი აჯანყების შესახებ მიუწოდებია ინფორმაცია. პატიმრების ამბოხს ასობით უცხო-ქვეყნის მეომრის სიცოცხლე შეეწირა.
საბოლოოდ ლინდი შეერთებულ შტატებში გადაიყვანეს, სადაც სასამართლომ მას 20 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მან პატიმრობაში 17 წელი დაჰყო.