ეგვიპტემ ამერიკელი სკოლის მასწავლებელი გაათავისუფლა

AP Photo/Khalil Hamra

კაიროში დაკავებული ამერიკის მოქალაქე, სკოლის მასწავლებელი, რომელიც ერთი წლის განმავლობაში ეგვიპტეში დატყვევებული იმყოფებოდა სასამართლო პროცესის გარეშე, გაათავისუფლეს, მასწავლებელს ამერიკის შეერთებულ შტატებში რამდენიმე დღეში დააბრუნებენ, ინფორმაცია მედიას ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტში მიაწოდეს.

„სახელმწიფო დეპარტამენტს არ აქვს იმაზე დიდი პრიორიტეტი, ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეების უსაფრთხოება და კეთილდღეობაა,“- ამბობენ სახელმწიფო დეპარტამენტში.

47 წლის რეემ დესუკი, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ეგვიპტის ორმაგი მოქალაქეობით სარგებლობს და ის ეგვიპტის მთავრობის მიმართ კრიტიკულად არის განწყობილი, სწორედ ამ მიზეზით მის მიერ ფეისბუქში დაწერილი მოსაზრებები გახდა, ბრალის წაყენების მიზეზი, რის გამოც ის შვილთან ერთად კაიროს აეროპორტში 2019 წელს დააკავეს. დღეს ის უკვე თავისუფალია, ვიდეო კადრებში რომელის უკვე გავრცელდა ინტერნეტში ჩანს თუ როგორ ხვდება პატიმრობის შემდეგ დესუკი ხელთათმანებითა და პირბადით თავის ახლობლებს.

ამერიკის მოქალაქის გარდაცვალებამდე ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრს მაიკ პომპეო ესაუბრა. ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ეგვიპტეს მოუწოდა რომ დაეცვათ კაიროში დაკავებული ამერიკის მოქალაქეების უსაფრთხოება.

ეგვიპტეში ხშირია, როცა ადამიანებს სოციალურ ქსელში დაწერილი სტატუსტებისა თუ გამოქვეყნებული კრიტიკული მოსაზრებების გამო აკრიტიკებენ. წელს ეგვიპტის ციხეში ხანგძლივი შიმშილობის გამო ამერიკის მოქალაქე მუსტავა კასემი გარდაიცვალა. კასემი ციხეში 6 წლის განმავლობაში იმყოფებოდა. მისი გარდაცვალების შემდეგ თეთრი სახლიდან პრეზიდენტმა ტრამპმა ეგვიპტე მწვავედ გააკრიტიკა და ქვეყანას სამხედრო დახმარება შეუჩერა.

ეგვიპტეში რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა კინორეჟისორი შადი ჰაბაში, რომელიც მხოლოდ იმის გამო დააკავეს, რომ მუსიკალური ვიდეო გადაიღო პრეზიდენტის შესახებ. რამ გამოიწვია კინორეჟისორის გარდაცვალება, ეს ამ დრომდე უცნობია ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.