ამერიკის კონსტიტუცია და მისი დამატებები

ამერიკის კონსტიტუცია

ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუცია მარტივ, მაგრამ ყოვლისმომცველ პრინციპს ემყარება: აღიარებს, რომ ადამიანს უფლებები ბუნებრივად აქვს და არა სახელმწიფოსგან მინიჭებული. რომ ისინი მხოლოდ ამის შემდეგ აძლევენ ხელისუფლებას მართვის უფლებას. მსგავსი რამ მანამდე დეკლარირებული არსად ყოფილა.

ამირიკის „დამფუძნებელ მამებს“ სჯეროდათ, რომ მთავრობა არ შედგება უნაკლო ადამიანებისგან, უნაკლონი არც ისინი არიან, ვისაც მთავრობა მართავს. ამიტომ მისი ძალაუფლება შეზღუდული უნდა იყოს.

ხალხი კონსტიტუციით ხელისუფლებას მხოლოდ იმ უფლებებს აძლევს, რაც სურს რომ მისცეს.
თუმცა ქრისტინ ბლექბერი, ამერიკის ეროვნული არქივის წარმომადგენელი ამბობს, რომ წლების განმავლობაში კონგრესში კონსტიტუციის შეცვლის დაახლოებით 1 100-მდე ინიციატივა არსებობდა. ანუ ამერიკელმა კანონმდებლებმა სწორედ ამდენჯერ სცადეს სხვადასხვა მიზეზით მისი შეცვლა.

საკონსტიტუციო ცვლილებების ინიციატივები პრაქტიკულად მისი ამოქმედებიდანვე, 1789 წლიდანვე დაიწყო. ორი წლის შემდეგ კი მიიღეს 10 ჩასწორება - მთავრობის ძალაუფლების შემზღუდავი 10 კონკრეტული პუნქტი.

„კონსტიტუციის ცვლილებების მიზეზები რამდენიმენაირი იყო. მათი უმეტესობა კი, 27 -იდან 17 შესწორება უფლებების გაფართოებას გულისხმობდა. მათ შორის იყო ხმის უფლება, სიტყვისა და რელიგიის თავისუფლება და ა.შ" - ამბობს ეროვნული არქივის წარმომადგენელი.

ჩასწორების ბევრი სხვადასხვანაირი ინიციატივა არსებობდა, მაგალითად ინიციატივა პრეზიდენტის ლატარიის პრინციპით ასარჩევად, საარჩევნო კოლეგიის გაუქმება, ისევე როგორც ქორწინების რეგულირება, ჩიტების მიგრაციისა და ალკოჰოლური სასმელის მიღების საკითხები. შესწორებები განსაკუთრებით ხშირი იყო დიდი სოციალური ცვლილებების დროს.

იყო პერიოდებიც, როდესაც ინტენსიური შესწორებების აქტივობები, მეტწილად სოციალური ცვლილებების დროს.

განსაკუთრებით ბევრი შეთავაზება გენდერული ნიშნით „თანაბარი უფლებების შესახებ ჩასწორებას“ უკავშირდება, რომელიც კონგრესმა მიიღო, მაგრამ ის ყველა შტატში არ ამოქმედებულა.

შტატების სამ მეოთხედს ის ჯერ კიდევ არ აქვს რატიფიცირებული. ასე რომ, მიუხედავად იმისა, რომ ცვლილებების პაკეტს კონგრესმა ორი-მესამედით დაუჭირა მხარი, ის შტატების ნახევარშიც კი არ ამოქმედებულა, შესაბამისად ის არაა კონსტიტუციის ნაწილი“ - განმარტავს ქრისტინ ბლექბერი.

მისი თქმით, ისტორიამ აჩვენა, კონსტიტუციაში ცვლილების შეტანა ძალიან რთულია, ეს კი დადებითი მოვლენაა.

ამერიკელებმა დიდი ხნის წინ დადეს პირობა, რომ იდგებიან ინდივიდუალური თავისუფლებისა და მთავრობის შეზღუდული ძალაუფლების სადარაჯოზე იმისთვის, რომ დაიცვან თავისუფლება და ის შთამომავლობას გადასცენ.