„ამაზონი“ საკუთარ ტელევიზიას ხსნის

ოქტობრის დასაწისიდან, ტექნოლოგიური გიგანტი „ამაზონი“ შეერთებულ შტატებში საკუთარი ტელევიზიის ამუშავებას გეგმავს.

„Amazon Devices” და „Lab126” ტელევიზიის შექმნაზე უკვე თითქმის ორი წელია მუშაობს. ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით, ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „ბიზნეს ინსაიდერი“ ავრცელებს.

ასევე ნახეთ: ტექნოლოგიებში კვლავ ამერიკული ბრენდები ლიდერობენ, ჩინეთმა კი ევროპას გადაუსწრო 

ამ დრომდე , „ამაზონისგან“ დაგეგმილი სიახლის შესახებ ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა.

ცნობილია, რომ აშშ-ის შემდეგ, მიმდინარე წლის მიწურულს, „AmazonBasics TV” უკვე ინდოეთშიც იმაუწყებლებს.