აუშვიცის გამოსახულებით ინტერნეტ-მაღაზია "ამაზონზე" საახალწლო სათამაშოები რამდენიმე დღის განმავლობაში იყიდებოდა. კომპანიას მოგვიანებით ამისთვის ბოდიშის მოხდა მოუწია, შემდეგ კი სათამაშოების გაყიდვა აკრძალა.
"ამაზონმა" ფაქტზე რეაგირება მას შემდეგ მოახდინა, რაც საკონცენტრაციო ბანაკის მუზეუმმა განცხადება გაავრცელა, სადაც ფაქტი "ამაზონის" მხრიდან უპატივცემულობად შეაფასა.
გარდა იმისა, რომ "ამაზონს" თავის მართლება მუზეუმის წარმომადგენლებთან მოუხდა, კომპანიის ქმედებამ მომხმარებლებიც გააღიზიანა. ონლაინ მაღაზიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ფაქტი აღარ განმეორდება, ხოლო ონლაინ გამყიდველები, ვინც წესს დაარღვევენ და მსგავსი სათამაშოს გაყიდვას კვლავ გადაწყვეტენ, პორტალიდან შესაძლოა სამუდამოდ წაშალონ.
აუშვიცი მეორე მსოფლიო ომის დროს საკონცენტრაციო ბანაკი იყო, რომელიც თავის მხრივ ებრაელთა მასობრივ გენოციდდთან არის გაიგივებული.