ალცაიმერის დაავადებასთან ბრძოლა

ალცაიმერის დაავადებასთან ბრძოლა

ალცაიმერის დაავადებასთან საბრძოლველად ამერიკა გადამწყვეტ ნაბიჯებს დგამს. ამის შესახებ, გუშინ ამერიკის ჯანდაცვისა და ადამიანური რესურსების მდივანმა განაცხადა. ალცაიმერით დღესდღეობით ამერიკაში ხუთ მილიონზე მეტი ამერიკელია დაავადებული. წელს, ამერიკის მთავრობა დამატებით 50 მილიონ დოლარს გაიღებს ალცაიმერის განკურნებისკენ მიმართული კვლევების ხელშესაწყობად. მომავალ წელს კი დამატებით 80 მილიონს გამოყოფს ამ კვლევების გაგრძელების, სამედიცინო პერსონალის დაფინანსების და ამ დაავადების შესახებ ცნობადობის ამაღლების საქმეში.

2050 წლისთვის ალცაიმერით დაავადებულთა რიცხვი ამერიკაში გაორმაგდება.