ნავალნის გუნდი ამბობს, რომ მისი სამი ადვოკატი დააკავეს

რუსმა სამართალდამცავებმა პარასკევს ალექსეი ნავალნის სამი ადვოკატი დააკავეს. ისინი ამას კვლავ ოპოზიციოონერი პოლიტიკოსის წინააღმდეგ მიმართულლ ქმედებად მიიჩნევენ, რის საფუძველზეც მას კიდევ უფრო ნაკლები სამართლებრივი მხარდაჭერა უნდა დარჩეს.

ნავალნის გუნდის წევრები ამბობენ, რომ ადვოკატების - ვადიმ კობზევის, იგორ სერგუნინის და ალექსეი ლიპსტერის - წინააღმდეგ გამოძიება "ექსპრემისტულ ჯგუფთან" კავშირის ბრალდებით მიმდინარეობდა.

პარასკევ საღამოს მოსკოვის სასამართლომ 13 დეკემბრამდე სამივე მათგანის "საგამოძიებო პატიმრობაში" დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. სასამართლოს მიერ "ტელეგრამზე" გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ კობზევი და სერგუნინი სასამართლოს დარბაზის საკნებში გადაწყვეტილებას ისმენენ.

47 წლის დაპატიმრებული ოპოზიციონერი კოლონიაში, სპეციალური რეჟიმის ციხეში იხდის საჯელს და "ექსტრემისტულ" საქმიანობაში მსჯავრდების შემდეგ სხვა დაწესებულებაში გადაწყვანას ელოდება. აგვისტოში ვლადიმირ პუტინის უდიდესი კრიტიკოსის 11,5 წლიან სასჯელს კიდევ 19 წლით თავისუფლების აღკვეთა დაემატა.

ნავალნის ერთ-ერთი ადვოკატი, კობზევი, პარასკევს მასთან ერთად ერთ-ერთი ბრალდების განხილვაზე უნდა გამოცხადებულიყო. ნავალნი უკვე ორი წელი და 9 თვეა, რაც ციხეშია. ის რუსეთში მას შემდეგ დაბრუნდა, რაც საბჭოოთა ნერვული აგენტით მოწამვლის შემდეგ გერმანიაში მკურნალობდა. ის მოკვლის მცდელობაში კრემლს ადანაშაულებს, კრემლი კი ბრალდებებს უარყოფს.