ჩიკაგოს "ალიონში" მხოლოდ ამერიკელები მღერიან
Your browser doesn’t support HTML5
„ალიონი“ ამერიკელ მომღერალთა გუნდია, რომელიც ჩიკაგოში, 10 წლის წინ, ქართულ სიმღერაზე შეყვარებულმა ორმა ადამიანმა დააარსა. გუნდს მომავალ წელს დიდი გეგმები აქვს. სურს ამერიკაში სიმპოზიუმი მოაწყოს, რომელშიც მონაწილეობის მისაღებად ქართული პოლიფონიის შემსრულებელ, არაქართულ ჯგუფებს მიიწვევენ.