აშშ-ს ყოფილი ელჩი მალის კონფლიქტის მოგვარების მიზნით ალჟირის ჩართვას ითხოვს
გაეროს უშიშროების საბჭო გენერალური მდივნის ბან კი-მუნის წინადადებას განიხილავს მალიში ორი დანაყოფის შეყვანის თაობაზე. ერთი, რომელიც სამშვიდობო მისიას შეასრულებს, ხოლო მეორე დამოუკიდებელი სამხედრო ძალა რომელიც ისლამისტ-მეამბოხეებს გააკონტროლებს. მალის რესპუბლიკაში აშშ-ს ყოფილი ელჩი აცხადებს რომ, ალჟირს შუეძლია მთავარი როლი ითამაშოს მალიზე სტაბილიზაციის დამყარების გრძელვადიან პროცესში. შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი მალის რესპუბლიკაში ვიკი ჰადლესტონი აცხადებს რომ, ალჟირი არის რეგიონში ერთადერთი ქვეყანა რომელსაც სამხედრო ძლიერება გააჩნია როგორც მიწაზე ისე ჰაერში, და შეუძლია ისლამისტ-მეამბოხეებთან ბრძოლის საქმეში წვლილი შეიტანოს. ყოფილი ელჩი აცხადებს რომ, მალელი მეამბოხეებს წარმომავლობა ალჟირს უკავშირდება და მალიში გააქტიურებამდე არეულობა მათ ჯერ ალჟირში შექმნეს.
ამერიკის ხმასთან ჩაწერილ ინტერვიუში ჰადლესტონმა თქვა რომ, ალჟირმა გამოამჟღავნა მერყევი პოზიცია მის ჩართულობასთან დაკავშირებით მალის კონფლიქტში. მაგრამ მან დაამატა რომ არ სჯერა, ალჟირი უყურადღებოდ მოეკიდება მის სამხრეთ საზღვარზე არსებულ არეულობას.
ის აცხადებს რომ გაეროს სამხედროები იქ საბრძოლო მოქმედებებს არ აწარმოებენ. ისინი მშვიდობისმყოფილები არიან და ხელს არ უწყობენ მშვიდობის დამყარებას. თუმცა თუ ეს გახდა საჭირო, მაშინ ალჟირი უნდა იყოს წამყვანი ამ პროცესში ,რადგან მას აქვს ამ სფეროში ბრძოლის პოტენციალი, ჩადის, ნიგერიის, ლიბიის და მავრიტანიის რესპუბლიკებთან ერთად.
ანალიტიკოსები ამბობენ რომ, ალჟირი თავის როლს ასრულებდა იანვარში საფრანგეთის მიერ მალიში ინტერვენციის დროს. ისინი ამბობენ, რომ მაშინ ალჟირმა თავის საჰაერო სივრცე დაუთმო ფრანგებს, მალისთან საზღვარი ჩაკეტა და დიპლომატიური საშუალებებით დაეხმარა მალიში ფრაქციები და ეთნიკური ჯგუფები აღდგენილიყო. თუმცა ამერიკის კონგრესის კვლევის ანალიტიკოსი ალექსის არიეფი ამბობს, რომ ალჟირში ასევე არ მოიწონეს დასავლეთის სამხედრო დანაყოფების ჩარევა.
არიეფი ამბობს რომ, ალჟირის პოზიცია გაურკვეველია, და ეს ნორმალურია თუკი გავითვალისწინებთ, რომ ალჟირის გადაწყვეტილებების მიმღები აპარატი ბუნდოვანია და აქვს აშკარა კონკურენცია სხვადასხვა სუბიექტებთან, სამთავრობო და უშიშროების აპარატთან.
კრიზისი მალიში გასულ წელს დაიწყო, როდესაც სამხედროებმა პრეზიდენტი ჩამოაგდეს. ამ ნაბიჯის შემდეგ ისლამისტებს საშუალება მიეცათ ქვეყნის სამხრეთ ნაწილში კონტროლი აეღოთ. კრიზისი ალჟირსაც გადაედო იანვარში, როდესაც ისლამისტმა მეამბოხეებმა უდაბნოში ბუნებრივი აირის კომპლექსის სადგურის მძევლები შეიპყრეს . ამ დროს ძალიან ბევრი უცხოელი თანამშრომელი დაიღუპა. ალჟირის პრემიერ-მინისტრმა აბდელმალეკ სელლამამ თქვა რომ, მეამბოხეები მეზობელ მალიში თავდასხმას აპირებდნენ. თუმცა საფრთხის მიუხედავად, ანალიტიკოსი რიკარდო ფაბიანი რომელიც ევრაზიის ნიუ იორკში არსებული პოლიტიკური რისკების ჯგუფს წარმოადგენს, არ ფიქრობს რომ, ალჟირი მალის სამხედრო გზით პრობლემის გადაწყვეტის საქმეში რაიმე როლს შეასრულებს.
ფაბიანი აცხადებს რომ, ალჟირელებს ამის გაკეთების არანაირი ხალისი არ აქვთ. ეს მათი საგარეო პოლიტიკის ტრადიციის ნაწილია, და ალჟირში ამასთან დაკავშირებით არანაირი პოლიტიკური დებატები არ მიმდინარეობს.
ის ამბობს რომ, აქ არის იმის პრობლემაც თუ როგორ აღიქვავს მალის საკითხს ალჟირი.
ფაბიანის აზრით საფრანგეთისთვის ეს რეგიონში ტერორიზმისა და უსაფრთხოების პრობლემას წარმოადგენს. ალჟირელებისთვის კი სოციალურ-ეკონომიკური გრძელვადიანი პრობლემებია, რაც მანამდეც არსებობდა. ასე რომ ალჟირელები უფრო პოლიტიკური და დიპლომატიური გზებით შეეცდებიან პრობლემის მოგვარებას ვიდრე სამხედრო ჩარევით.
თუმცა ის ამბობს რომ, ალჟირელები ფიქრობენ რომ მათი რეგიონში ყოფნა ეფექტური შეიძლება იყოს დიპლომატიური საკითხების მოგვარების დროს. ამასობაში აშშ-ს ყოფილი ელჩი ჰადლესტონი ამბობს რომ , მალიში არეულობის აღსაკვეთად სამმხრივი მიდგომაა აუცილებელი. მთავარი ალ-ყაიდას ელემენტების დამარცხებაა. მეორე, ჩრდილოეთ მალიში მცხოვრები ადამიანების დახმარება. და მესამე მალიში ხელისუფლების აღდგენა.
ყოფილი ელჩი აცხადებს რომ ჩამოთვლილ ყველა საკითხში ალჟირის როლი მნიშვნელოვანია.
ჰადლესტონი ამბობს რომ, მრავალეროვნული მცდელობები მალის სტაბილიზაციისთვის კარგი დასაწყისი არ არის. ის ამბობს რომ საფრანგეთი თავის ჩარევით სწორედ მოიქცა. მან ასევე მაღალი შეფასება მისცა ჩადს და სხვა აფრიკულ ქვეყნებს რომლებმაც მას შეძლებისდაგვარად დახმარება გაუწიეს. ყოფილი ელჩი ამბობს რომ, გრძელვადიან პერიოდში მალის სჭირდება სრულად დაკომპლექტებული სამხედრო ძალა და მთავრობა რომელიც მოსახლეობის ინტერესებს გამოხატავს.