ჯონ კერი ლიბიაში აბუ ანას ალ-ლიბის დაპატიმრებასთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ჯონ კერი ლიბიაში ალ-ყაიდას ერთ-ერთი ლიდერის დაპატიმრებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ აბუ ანას ალ-ლიბის შეპყრობისთვის ჩატარებული სპეცოპერაცია კანონის ფარგლებში განხორციელდა. ლიბიის მთავრობამ შეერთებული შტატების ქმედება „მოტაცებად“ შეაფასა და შესაბამისი განმარტებები მოითხოვა. ალ-ლიბი კენიაში და ტანზანიაში 1998 წელს მომხდარი ამერიკის საელჩოების აფეთქებების ორგანიზებაშია ეჭვმიტანილი. იერიშმა 200-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა და 5 ათასზე მეტი დაშავდა.
ჯონ კერის განმარტებით, ლიბიის პრეტენზიები უსაფუძვლოა და ალ-ყაიდას ლიდერი სასამართლოს წინაშე წარსდგება. შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ალ-ლიბი ლიბიის გარეთ, უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს.