ალ ყაიდას 6 წევრი განადგურებულია

დღეს დრონებით თავდასხმა მარიბის პროვინციაში განხორციელდა
იემენში, ამერიკული დრონის გამოყენებას ალ-ყაიდას 6 წევრის სიკვდილი მოჰყვა.

იემენის ოფიციალური პირების განცხადებით, დღეს დრონებით თავდასხმა მარიბის პროვინციაში განხორციელდა.

ორი კვირის მანძილზე, იემენში დრონებით 6 თავდასხმა განხორციელდა. ალ-ყაიდას ქსელის წინააღმდეგ, ამერიკული მხარე ბოლო წლებია სულ უფრო მეტად იყენებს დრონებს.

გუშინ, იემენის ოფიციალური მხარე აცხადებდა, რომ მათ ალ-ყაიდას გეგმა ჩაშალეს, რომელიც იემენის ორი ქალაქის აღებას ითვალისწინებდა. ამ გეგმით, ალ-ყაიდა, ასევე, ამ ქალაქებში მყოფი უცხოელების გატაცებას და მკვლელობას ლამობდა.