ხუთშაბათს, ავღანეთის მოშორებულ ნაწილში, სადაც მიწისძვრამ 1000 ადამიანი იმსხვერპლა, დახმარების მიტანა დაიწყო. ცუდი კომუნიკაციები და გზების არარსებობა სამაშველო ძალისხმევას აფერხებს ქვეყანაში, რომელიც ჰუმანიტარულ კრიზისს უკვე განიცდიდა.
6.1 ბალიანი მიწისძვრა ოთხშაბათ დილით, ქაბულიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, დაახლოებით 160 კილომეტრის მოშორებით მოხდა. ეს არის მთიანი რაიონი პაკისტანის საზღვართან, სადაც მცირე დასახლებებია.
ყველაზე მეტად დაზარალებული პაქთიქა პროვინციის, თალიბანის მთავარი სამხედრო მეთაურის წარმომადგენელმა სააგენტო „როიტერს“ უთხრა: „ადგილზე ვერ მივდივართ, ძალიან სუსტი ქსელებია, განახლებული ინფორმაციის მიღებას ვცდილობთ“. თალიბანის წარმომადგენელი სატელეფონო ქსელებს გულისხმობდა.
ასევე ნახეთ: 32 წელი სპიტაკის მიწისძვრისდანმან თქვა, რომ მიწისძვრამ დაახლოებით 1000 ადამიანი მოკლა და 15000 დააშავა. 3 ათასზე მეტი სახლი დაინგრა.
აშშ-ის მთავრობის მონაცემების თანახმად, მსხვერპლის რაოდენობით, ეს მიწისძვრა ორი ათეული წლის განმავლობაში ავღანეთის ყველაზე სასიკვდილო მიწისძვრა იყო.
„როიტერის“ გუნდმა განაცხადა, რომ მიწისძვრის ეპიცენტრში, ქალაქ გაიანში მნიშვნელოვანი ნგრევა მოხდა. ტალახის კედლების მქონე შენობები დაზიანდა ან სრულად დაინგრა.
სამაშველო ოპერაცია დიდი გამოცდა იქნება ისლამისტი თალიბანისთვის, რომელმაც ორი ათწლეულის ხანგრძლივობის ომის შემდეგ, საერთაშორისო ძალების ქვეყნიდან გასვლის კვალდაკვალ, ხელისუფლება ხელში აიღო.