გაეროში, საქართველოს, სენტ-კიტსისა და ნევისის მუდმივმა წარმომადგენლებმა, ქვეყნებს შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ხელმოწერის ცერემონია ნიუ-იორკში გაიმართა.
შეთანხმება „ორდინალური, დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელთათვის, ვიზის მიღების ვალდებულებისგან გათავისუფლებას გულისხმობს. შეთანხმება ძალაში შესაბამისი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შემდეგ შევა. მისი ამოქმედების შემდეგ, სავიზო ვალდებულებისგან ორივე ქვეყნის მოქალაქეები გათავისუფლდებიან.
სენტ-კიტსისა და ნევისის ფედერაცია, კარიბის ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს და მისი მოსახლეობა დაახლოებით 55 ათასს შეადგენს. ქვეყნის მოწყობის სტილი საპარლამენტო დემოკრატია და კონსტიტუციური მონარქიაა.
ქვეყნის დედაქალაქი, აღმოსავლეთ კარიბის ტერიტორიაზე უძველესი ქალაქი ბასტერია. ქალაქის მოსახლეობა, გასული წლის მონაცემებით, 14 000 ადამიანია. ბასტერში მდებარეობს ქვეყნის უდიდესი ნავსადგური.