გერმანიის კანცლერი უკან იწვევს სამშაბათს შეთანხმებულ გეგმას, რომელიც სააღდგომოდ შეზღუდვების დაწესებას გულისხმობდა. პანდემიის მესამე ტალღის თავიდან არიდების მიზნით, მერკელი აღდგომის დღესასწაულის მოახლოების გათვალისწინებით, შეზღუდვების გაგრძელებას გეგმავდა და აცხადებდა, რომ მათი მოხსნა ჯერ ძალიან ადრეა.
თუმცა, კანცლერის გეგმას გერმანულ საზოგადოებაში პროტესტი მოჰყვა. მის სურვილს, შეზღუდვები მკვეთრად გამკაცრებულიყო, მხარი არც კანონმდებლებმა დაუჭირეს.
ასევე ნახეთ: "გვირაბის ბოლოს სინათლეა",- ანგელა მერკელისამშაბათს, კანცლერი და გერმანიის 16 ლიდერი შეთანხმდნენ, მოსახლობისთვის მოეწოდებინათ, აღდგომის დღესასწაულისთვის 5 დღით შინ დარჩენილიყვნენ. ამისთვის 1 და 3 აპრილს, დამატებით დასვენების დღეებად გამოაცხადებდნენ.
ეს გადაწყვეტილება ნიშნავდა, რომ ყველა მაღაზია, მათ შორის გადაუდებელი აუცილებლობის მნიშვნელობის მქონე ობიექტები, დახურული იქნებოდა. ამ გეგმას მწვავე კრიტიკა მოჰყვა, განსაკუთრებით - ბიზნესსექტორისგან. სამედიცინო სფეროს ექსპერტები კი აცხადებენ, რომ შეზღუდვები საკმარისად მკაცრი არ არის იმისთვის, რომ ვირუსის უფრო ინფექციური ვარიანტების გავრცელების პრევენცია მოხდეს.
ასევე ნახეთ: ამერიკელების დამოკიდებულება ვაქცინაციის შესახებ„სააღდგომო „ლოქდაუნის“ იდეა საუკეთესო განზრახვით შემუშავდა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა შევაჩეროთ პანდემიის მესამე ტალღა“ - განაცხადა დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას მერკელმა.
მაგრამ, მისი თქმით, გამკაცრებული ზომების ამდენად სწრაფად განხორციელება შეუძლებელი იყო და კანცლერმა გერმანელებს დამატებითი გარურკვევლობების გამო ბოდიში მოუხადა.
„ ეს მხოლოდ ჩემი შეცდომაა“ - თქვა ანგელა მერკელმა.