ამერიკელი კანონმდებლების ნაწილს, ავღანეთთან დაკავშირებით მიღებულ პრეზიდენტ ობამას გადაწყვეტილებაზე, მკვეთრი რეაქცია აქვს
ვაშინგტონი —
სამშაბათს პრეზიდენტმა ობამამ ავღანეთთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო: თუკი შეერთებული შტატები და ავღანეთი ორმხრივი უსაფრთხოების ხელშეკრულებაზე ვერ შეთანხმდნენ, ამერიკულმა შენაერთებმა ქვეყანა ამ წლის ბოლომდე უნდა დატოვონ. რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრემი ამბობს, რომ პრეზიდენტ ობამას გაღიზიანება ავღანეთის პრეზიდენტ -ჰამიდ კარზაის- მიერ დოკუმენტზე ხელის არმოწერის გამო, მისთვის სავსებით გასაგებია.
„რაც უფრო დიდხანს მოგვიწევს ხელმოწერის ცდა, მით უფრო ძნელია სამხედროთა გაყვანის დაგეგმვა“ - განაცხადა სენატორმა. ის შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ ავღანეთი საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფას ვერ შეძლებს და ქვეყანა ქაოსში ჩაეფლობა.
ლინდსი გრემის მოსაზრებას რესპუბლიკელი სენატორი ჯონი ისააკსონიც იზიარებს, რომელიც თვლის, რომ ერაყიც ქაოსმა და ძალადობამ მოიცვა, მას შემდეგ რაც ის შეერთებული შტატების არმიამ დატოვა.
„ავღანეთში ძალები უნდა დარჩეს. შეცდომა იყო მათ მიერ ერაყის დატოვება. იმის მიუხედავად, თუ რაზე მოილაპარაკებს პრეზიდენტი, იმედი მაქვს შეიარაღებული ძალების ნაწილი სამომავლო საჭიროებისთვის და ამერიკის ქონების დაცვისთვის იქ დარჩება“ - აღნიშნავს ისააკსონი.
კანონმდებლების ნაწილი კი ფიქრობს, რომ შეერთებული შტატები უკვე დიდი ხანია ავღანეთში იმყოფება. მათი აზრით, ისედაც მწირი რესურსების პირობებში, სჯობს სამთავრობო ხარჯების ალოკაცია უფრო მეტად საშინაო საჭიროებებისთვის მოხდეს.
დემოკრატი სენატორის, ჯინ შაჰინის თქმით, ხელშეკრულების ბოლომდე მიყვანა ორივე ქვეყნის ინტერესებს ემსახურება. თუმცა, შეერთებულ შტატებს შესაძლოა დიდი არჩევანი არ ჰქონდეს და ავღანეთის დატოვება მოუწიოს.
„ქვეყანა ომით დაღლილია. ჩვენი შენაერთები უკვე 10 წელზე მეტია საომარ ზონაში იმყოფებიან. ვფიქრობ, ამერიკას ამ ჯარისკაცების შინ დაბრუნება ურჩევნია. იმ გამოწვევებზე მეტი კონცენტრირება სჯობს, რომელთაც თვალი აქ, სამშობლოში უნდა გავუსწოროთ“ - აცხადებს დემოკრატი სენატორი.
პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი მის ქვეყანაში შეერთებული შტატების სამხედრო ტაქტიკის მოწინააღმდეგეა. მას განსაკუთრებით არ მოსწონს რეიდები, რომელიც ავღანურ ოჯახებში ხორციელდება. პრეზიდენტის პრეს-სპიკერი ქვეყნის ლიდერის პოზიციას კიდევ ერთხელ აფიქსირებს:
მისი თქმით, ხელშეკრულება ავღანელი ხალხისთვის მშვიდობას უნდა გულისხმობდეს. „და როდესაც ავღანელი ხალხი დარწმუნდება, რომ მათი სურვილი განხორციელებული იქნება, ხელშეკრულებას ხელი, რაღა თქმა უნდა, მოწერება“.
ავღანეთში ამ საკითხთან დაკავშირებით ერთსულოვნება არ არის. ავღანელი კანონმდებლების ნაწილი ხელშეკრულების ხელმოწერის მომხრეა. საპრეზიდენტო არჩევნებამდე კი ორ თვეზე ნაკლები რჩება. სენატორი გრემი მოთმინების მოწოდებით გამოდის, თუნდაც ეს ავღანეთში ახალი პრეზიდენტის არჩევამდე მოცდას გულისხმობდეს. თუმცა, სენატორი იმასაც აღნიშნავს, რომ „ლოდინი რაც უფრო გაჭიანურდება, საქმე მით უფრო რთულდება“.