ნატოს მორიგი ოპერაცია

ავღანეთში თალიბთა ლიდერი მოლავი დადულა და მისი 12 თანმებრძოლი განადგურდა
აღმოსავლეთ ავღანეთში ნატოს მიერ განხორცილებული ავიადარტყმების შედეგად, პაკისტანელ თალიბთა ლიდერი დაიღუპა.

ალიანსის განცხადებით, ოპერაცია პარასკევს კუნარის პროვინციაში განხორციელდა, რომლის დროსაც თალიბთა ლიდერი მოლავი დადულა და მისი 12 თანმებრძოლი განადგურდა.

მოლავი დადულა, რომელსაც მეტსახელად ჯამალი ერქვა ავღანეთში ნატოს ჯარების წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმებითაა ცნობილი.

დადულამ გასულ წელს ბაჯარის პროვინციაში ავღანეთის საზღვართან დაბანაკებულ პაკისტანელ თალიბთა ლიდერი მოლავი ფაქირ მოჰამედი შეცვალა.