ამერიკულ ჯარში სუიციდის შემთხვევებმა იმატა

ექსპერტების აზრით, სუიციდის მიზეზს ძირითადად სტრესი და ალკოჰოლი წარმოადგენს.

პენტაგონის განცხადებით, გასულ წელს 349 ამერიკელმა სამხედრო მოსამსახურემ დაასრულა სიცოცხლე თვითმკვლელობით. ეს რიცხვი 2012 წელს საბრძოლო მისიის დროს დაღუპული ჯარისკაცების რაოდენობას აღემატება.

2011 წელს 301-მა ამერიკელმა ჯარისკაცმა მოიკლა თავი. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ანალოგიური შემთხვევები მომავალში უფრო გახშირდება.

თავდაცვის მდივნის ლეონ პანეტას განცხადებით, სამხედრო ძალებში სუიციდი ეპიდემიას გავს და მისი გაკონტროლება და მიზეზების დადგენა პენტაგონს არ შეუძლია.

ექსპერტების აზრით, სუიციდის მიზეზს ძირითადად სტრესი და ალკოჰოლი წარმოადგენს. ამერიკელ ჯარისკაცებს მომავლის აღარ სჯერათ, რადგან ერაყში ომი დასრულდა და ამერიკული ჯარები მომავალ წელს ავღანეთს დატოვებენ.