კარზაის ხელშეკრულების გაუქმება სურს

ბრიუსელში ნატოს მინისტრები ავღანეთის უხუცესებს ხვდებიან
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი ბრიუსელში ნატოს საგარეო მინისტრთა შეხვედრაზე იმყოფება, რომელზეც ავღანეთში ამერიკული ჯარების 2014 წლის შემდეგ დარჩენის შეთანხმების გაუქმებაზე იმსჯელებენ.

ავღანეთის პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი ცდილობს ხელშეკრულების გაფორმება გადადოს, ვიდრე აპრილში ავღანეთის საპრეზიდენტო არჩევნები არ ჩატარდება.

ამავე შეხვედრაზე ნატოს მინისტრები ავღანეთის უხუცესებს შეხვდებიან,რომლებიც ორმხრივი უსაფრთხოების ხელშეკრულებას მხარს უჭერენ. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის ჯენ პსაკის განცხადებით , ორმხრივი შეთანხმება ქვეყნის უსაფრთხო მომავლის განმსაზღვრელია:

„ჩვენ საკუთარი პოზიცია ნათლად გამოვხატეთ. იგივე დააფიქსირა ავღანელმა ხალხმაც. ეს ხელშეკრულება ახალი გზის დასაბამია, რომელიც ამერიკისა და ავღანეთის პარტნიორობას გააძლიერებს. ის დაემხარება ავღანელ ხალხს მშვიდობას, უსაფრთხოებას და განვითარებას მიაღწიონ.“

ამ ფონზე ბრიუსელში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე ამერიკის სახელმწიფო მდივანს ჯონ კერის შეხვდა. ქართული მხრიდან შეხვედრას საქართველოს ელჩი შეერთებული შტატებში არჩილ გეგეშიძე და საქართველოს წარმომადგენელი ნატოში ლევან დოლიძე ესწრებოდნენ. შეხვედრაზე ორმხირივი ურთიერთობის განვითარებაზე იმსჯელეს. ამერიკული მხარე მიესალმა საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პარაფირებას და აღნიშნულ პროცესში მხარდაჭერისთვის მზადყოფნა გამოთქვა.