შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, ამერიკული ძალები ქვეყანას 2014 წლის შემდეგ დასტოვებენ
იმ დროს, როცა ახლოვდება უსაფრთხოების საკითხებზე შეთანხმების შემუშავების ბოლო ვადა, სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი, წინასწარ გამოცხადების გარეშე ეწვია ავღანეთს, ქვეყანაში შეერთებული შტატების სამხედროების მომავალ სტატუსთან მიმართებაში პრეზიდენტ ჰამიდ კარზაისთან მოსალაპარაკებლად.
ქვეყნები ცდილობენ ოქტომბრის ბოლოსთვის ჩამოაყალიბონ შეთანხმება, რომელიც ამერიკელ სამხედროებს საშუალებას მისცემს დარჩნენ ავღანეთში მომავალ წელს, ნატოს სამხედრო მისიის დასრულების შემდეგ.
ვაშინგტონი და ქაბული ამ საკითხზე წელიწადზე მეტია აწარმოებენ მოლაპარაკებებს და ვერ შეთანხმდნენ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: ავღანეთის სუვერენიტეტი, ამერიკული ძალების მოსალოდნელი როლი და ბატონი კარზაის მოთხოვნა: ამერიკისგან მიიღოს გარანტიები, რომ მომავალში გამოირიცხება უცხოური ინტერვენცია.
შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, ამერიკული ძალები ქვეყანას 2014 წლის შემდეგ დასტოვებენ.