დადულა მეამბოხეების ერთ-ერთი უმთავრესი ლიდერი იყო, რომელიც ავღანეთში თალიბებს იარაღითა და ასაფეთქებელი მასალებით ამარაგებდა
უკანასკნელ პერიოდში პაკისტანისა და ავღანეთის ტერიტორიებზე დრონებით განხორციელებული შეტევების რაოდენობამ განსაკუთრებით მოიმატა. ავღანეთში განხორციელებული ერთ-ერთი იერიშის სამიზნე მეამბოხეების ორი ლიდერი იყო, რომლებიც ამერიკელი ჯარისკაცების წინააღმდეგ მოწყობილ არაერთ თავდასხმაზე იყვნენ პასუხისმგებელი.
ნატოს ინფორმაციით, ავღანეთის აღმოსავლეთ ნაწილში განხორციელებული იერიშის შედეგად ლიკვიდირებული იქნა პაკისტანის თალიბანის ლიდერი მაულავი დადულა. ოპერაციის დროს, რომელიც ქანარის პროვინციაში ჩატარდა, ასევე მოკლული იქნა ათამდე მეამბოხე.
ნატო აცხადებს, რომ დადულა მეამბოხეების ერთ-ერთი უმთავრესი ლიდერი იყო, რომელიც ავღანეთში თალიბებს ისარაღითა და ასაფეთქებელი მასალებით ამარაგებდა. გარდა ამისა, კოლაიციის ჯარების წინააღმდეგ მან არაერთი თავდასხმა პირადად დაგეგმა.
გარდა ამისა, შეერთებული შტატების უპილოტო საფრენი აპარატის მიერ ჩატარებული ოპერაციის შედეგად, ლიკვიდირებული იქნა პაკისტანში დაფუძნებული ჰაქანის ტერორისტული ქსელის ლიდერი. მოგვიანებით მეამბოხეების მიერ გავრცელებული ინფორმაციით დადასტურდა, რომ ბადრუდინ ჰაქანი ნამდვილად იქნა მოკლული ამერიკული დრონით, ავღანეთში ჩატარებული იერიშის შედეგად.
პაკისტანის არმიის გადამგდარი ბრიგადირ გენერალი ასად მუნირი ამბობს, რომ ჰაქანის მოკვლა ქსელს მნიშვნელოვნად შეაფერხებს, თუმცა ეს მხოლოდ დროებითი იქნება:
„ამას დიდი გავლენა ექნება ჰაქანის ქსელის საქმიანობაზე. მათ გადაადგილება და ლოგისტიკური შესაძლებლობები მნიშვნელოვნად შეფერხდება და შეუზღუდება, ყოველ შემთხვევაში ცოტა ხნით მაინც. ჩემი აზრით, მისი ლიკვიდირება უკიდურესად დიდ გავლენას იქონიებს.“
ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დრონებმა პაკისტანში - ავღანეთთას სასაზღვრო ზონაში - რამდენიმე საცხოვრებელი კომპლექსი დაბომბეს. ამან ისლამაბადში უკმაყოფილების მორიგი ტალღა გამოიწვია, რასაც პაკისტანელი პოლიტიკოსების მიერ ამერიკის მკაცრი კრიტიკა მოჰყვა.
შეერთებული შტატები კიაცხადებს, რომ პაკისტანი სათანადო ძალისხმევას არ იჩენს საკუთარ ტერიტორიაზე ტერორისტების წინააღმდე ოპერაციების ჩასატარებლად.
პაკისტანის შინაგან საქმეთა მინისტრი რეჰამ მალიკმა ჰაქანის ლიდერის ლიკვიდირების შემდეგ, კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა.
„ჰადრუდინ ჰაქანის თაობაზე დამადასტურებელი ინფორმაცია არ მაქვს. ამ თემაზე ინფორმაცია საერთოდ არ მაქვს.“
ისლამაბადი ვაშინგტონს ხშირად აკრიტიკებს იმის გამო, რომ ამერიკა დრონებს არ იყენებს ავღანეთის ტერიტორიაზე იმ ტერორისტების გასანადგურებლად, რომლებიც თავდასხმებს პაკისტანში ახორციელებენ.
პაკისტანის სადაზვერვო სამსახურის ყოფილი დირექტორი მუნირი ამბობს, რომ დადულას წინააღმდე განხორციელებული ეს იერიში ამერიკასა და პაკისტანს შორის უერთიერთობის გამოსწორებას შეუწყობს ხელს ორი მიზეზის გამო. ერთი ის, რომ იერიში ავღანეთში განხორციელდა და მეორე კი ის, რომ ჰაქანის ქსელი არა მხოლოდ ავღანეთში, არამედ პაკისტანშიც აწყობდა ტერორისტულ აქტებს.
კოალიციის ძალები აცხადებენ, რომ ავღანეთში ჩატარებულ იერიშს დადულასთან ერთად მისი მოადგილე შაკირიც ემსხვერპლა.
მუნირი ამბობს, რომ მსგავსი ოპერაციები ეფექტური საშუალებაა. მათი მეშვეობით იმ ტერორისტების ლიკვიდაციაა შესაძლებელი, რომლებიც პაკისტან-ავღანეთის დაზღვარზე ძნელად მისადგომ ადგილებს აფარებენ თავს.
მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელი 5 წლის მანძილზე ამერიკული დრონებით ალ ყაიდას და სხვა ტერორისტული ჯგუფების არაერთი ლიდერი იქნა მოკლული, მათი მნიშვნელოვნად შეფერხება მაინც ვერ ხერხდება. ყოველი ლიდერის მოკვლის შემდეგ ორგანიზაციას ახალი ლიდერი უდგება სათავეში.
„ეს ტეროტისტულ ორგანიზაციებს მუდმივ ზიანს არ აყენებს. ჩრდილოეთ ვაზირისტანში ალ ყაიდას არეთი ლიდერი იქნა მოკლული. მაგრამ მოგვიანებით მათი ადგილები მათივე მოადგილეებმა დაიკავეს. “
ამერიკისა და საერთაშორისო კოალიციის ძალები გარკვეულ ზეწოლას გრძნობენ იმის გამო, რომ 2014 წელს ნატო ავღანეთიდან გასვლას გეგმავს. ეს კი ერთგვარი ვადაა იმისთვის, რომ აისაფის მისიის დამთავრებამდე მნიშვნელოვნად შესასუსტონ და გაანაგურონ რაც შეიძლება მეტი ტერორისტული ორგანიზაცია.