ნატომ 4 თალიბი მეამბოხე გაანადგურა

ოპერაცია ორშაბათს ღაზნის პროვინციაში განხორციელდა

ავღანეთის მთავრობის განცხადებით, ავღანეთი-ნატოს ერთობლივი ოპერაციის შედეგად, სულ ცოტა ოთხი თალიბი მეამბოხე და ორი მოქალაქე დაიღუპა.

ოპერაცია ორშაბათს, ალ ქალაი-ე-ქაზის ტერიტორიაზე, ღაზნის პროვინციაში განხორციელდა.

ნატოს განცხადებით, ოპერაციის დროს, რომელიც თალიბების ლიდერის შეპყრობას ისახავდა მიზნად, რამდენიმე მეამბოხე იქნა ლიკვიდირებული. ერთი კი დააკავეს.

კოალიციას სამოქალაქო დანაკარგის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია. თუმცა ავღანელების ინფორმაციით, რეიდის დროს ორი მშვიდობიანი პირი-ერთი მამაკაცი და ერთი ქალი დაიღუპა.