ავღანეთში გუბერნატორი მოკლეს

არსალა ჯამალი მეჩეთში მუსლიმთა რელიგიურ დღესასწაულზე სიტყვით გამოდიოდა, როდესაც მიკროფონში დამონტაჟებული ბომბი აფეთქდა
ავღანეთში ლოგარის პროვინციაში ბომბის აფეთქებას გუბერნატორის სიცოცხლე ემსხვერპლა.

აფეთქება სამშაბათს მოხდა, როდესაც არსალა ჯამალი მეჩეთში მუსლიმთა რელიგიურ დღესასწაულზე სიტყვით გამოდიოდა. მიკროფონში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების დროს რამდენიმე ადამიანიც დაიჭრა.

არსალა ჯამალი წლების მანძილზე ავღანეთის პრემიერ მინისტრის ჰამიდ კარზაის თანამოაზრე იყო. ლოგარი გუბერნატორის პოსტზე დანიშვნამდე, ქაბულის სამხრეთით მდებარე სტრატეგიული მნიშვნელობის პორვინციის აღმოსავლეთ ხოსტის პროვინციის გუბერნატორიც იყო.

ლოგარის პროვინციაში ბომბის აფეთქებაზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ჯერჯერობით არავის აუღია.