ჰელმანდის პროვინციაში პოლიციელი ქალი მოკლეს. 38 წლის ნეგარი უფროსი გამომძიებლის მოვალეობას ასრულებდა
ავღანეთის სამხრეთში მომუშავე უფროსი გამომძიებელი სროლის შედეგად მიღებული ჭრილობით გარდაიცვალა. პოლიციელი ქალი ჰელმანდის პროვინციაში დღეს დილით დაიღუპა. მოტოციკლეტზე მჯდარმა თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა.
დაღუპული პოლიციელის წინამორბედიც, ასევე გამომძიებელი ქალი, ივლისში მოკლეს. მას დიდი ხნის განმავლობაში მოკვლით ემუქრებოდნენ. გამომძიებელი ქალების წარმატება ადასტურებდა, რომ ავღანეთში ქალების ცხოვრება იცვლებოდა და ისინი პროფესიულად იზრდებოდნენ კიდეც.