ძალადობა ავღანეთში

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა თალიბანმა აიღო
ამერიკულ ბაზაზე მომხდარი თავდასხმის შედეგად სამი ავღანელი დაიღუპა. ნატოს პრესპიკერმა, მაიკლ კოლიმ განაცხადა, რომ ბაგრამის აეროდრომს რამდენიმე რაკეტა მოხვდა, რის შედეგადაც ერთი შვეულმფრენი განადგურდა და რამდენიმე დაზიანდა. თავდასხმის შედეგად დაღუპული ავღანელები დაზვერვის თანამშრომლები არიან. მომხდარზე პასუხისმგებლობა თალიბანმა აიღო.

ასევე, დღეს თვითმკვლელი ტერორისტის მიერ მოწყობილი აფეთქების შედეგად ჰერათის პროვინციაში ხუთი ადამიანი დაიღუპა და ექვსი დაიჭრა.