ჰელმანდის პროვინციაში აფეთქება მოხდა

ჰელმანდის პროვინციაში აფეთქება მოხდა

ავღანეთის სამხრეთში, ჰელმანდის პროვინციაში მანქანაში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად, რომელიც უცხოური სამხედრო კონტიგენტის წინააღმდეგ იყო მიმართული სულ მცირე 6 ადამიანი დაშავდა.

პოლიციის განცხადებით, თავდასხმა უცხოელ ჯარისკაცებზე იგეგმებოდა. ჯერჯერობით უცნობია დაშავდნენ თუ არა ჯარისკაცები.

ოფიციალური მონაცემებით, ჯავშანტექნიკის კოლონა ქუჩაში მოძრაობდა, როცა ასაფეთქებლის დეტონაცია მოხდა. ამავე მონაცემებით, ვარაუდობენ, რომ თავდასხმა ძალიან ზუსტად იყო დაგეგმილი.