ავღანეთის აღმოსავლეთში ნაღმზე აფეთქების შედეგად ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის სამი ჯარისკაცი დაიღუპა.
ნატოს ჯარისკაცები სამშაბათს დაიღუპნენ, ჯერ-ჯერობით ალიანსი არაფერს იტყობინება მათი ეროვნების შესახებ.
დამოუკიდებელი სამხედრო ვებ-გვერდის მონაცემებით წელს ავღანეთში დასავლეთის კოალიციურმა ძალებმა 539 ჯარისკაცი დაკარგეს.
2010 წელს ავღანეთში ნატოს 700-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მოკლეს.
2014 წელს დასავლეთის სამხედრო კოალიცია ავღანეთიდან გასვლას გეგმავს.