პანეტა ავღანეთის ომის სტრატეგიის შესახებ

შეეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის ლეონ პანეტას განცხადებით საზოგადოებრივი აზრის მიხედვით არ შეიძლება განისაზღვროს ავღანეთის ომის სტრატეგია.

ოტავაში კანადის და მექსიკის თავდაცვის მინისტრებთან შეხვედრისას ბატონმა პანეტამ აღნიშნა, რომ ვაშინგტონი ვერაფერს მოიგებს ომში საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით რომ იხელმძღვანელოს.

პენტაგონის ხელმძღვანელის განცხადებით შეერთებული შტატების სტრატეგია ავღანეთში თალიბანის და ალ-ყაიდას განადგურებას ისახავს მიზნად რათა ეს ქვეყანა აღარასოდეს გახდეს ტერორისტების თავშესაფარი.

„ნიუ იორკ თაიმსის“ და ტელეკომპანია „სი-ბი-ესის“ მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით ამერიკელთა 69%-ი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტმა ობამა რაც შეიძლება სწრაფად უნდა გამოიყვანოს ავღანეთიდან ამერიკელი ჯარისკაცები.