ავღანეთში თალიბთა ორი ლიდერი დააკავეს

ავღანეთში თალიბთა ორი ლიდერი დააკავეს

მათ ადამიანთა გატაცებებსა და გზისპირა ნაღმების დამზადებაში ედებათ ბრალი.

ნატოს ოფიციალური პირების განცხადებით, ავღანეთის სამხედროებმა , კოალიციური ჯარების დახმარებით , თალიბთა ორი ლიდერი დააკავეს. მათივე ინფორმაციით, კიდევ ერთი ოპერაციის დროს თალიბთა მაღალჩინოსანი მემაბოხე მოკლეს.

ყანდაარში დაკავებულმა ერთ-ერთმა ეჭვმიტანილმა, რომელსაც ავღანეთის სამხრეთ პროვინციებში თალიბთა სხვადასხვა ქსელებთან თანამშრომლობაში ადანაშაულებენ , აღიარა, რომ ის ადამიანთა გატაცებებსა და გზისპირა ნაღმების მონტაჟში ეხმარებოდა სხვა მეამბოხეებს.

თალიბთა მეორე ლიდერი ნიმროზის პროვინციაში დააკავეს. მას კოალიციის ჯარების წინააღმდეგ გამოსაყენებელ ნაღმებისა და რაკეტების შეძენაში ედება ბრალი.