კომისიის თავმჯდომარემ ფაქტები დაადასტურა, თუმცა არ ეთანხმება გაეროს დასკვნას
ავღანეთის პრეზიდენტის მიერ დანიშნულმა საგამოძიებო კომისიამ ავღანეთის პოლიციის და უშიშროების ძალების მიერ დაკავებულთა წამების ფაქტები დაადასტურა. თუმცა, კომისიის ხელმძღვანელი უარყოფს გაეროს განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ამ წამებას სისტემატური ხასიათი აქვს.
კომისიის თავმჯდომარე აბდულ ყადირ ადალათხავას თქმით, გამოკითხული ადამიანების ნახევარმა განაცხადა, რომ მათ ავღანეთის დაკავების ცენტრებში აწამებდნენ. მისი თქმით კომისიის წევრებმაც დაადასტურეს პატიმართა მიმართ წამების, არასწორი მოპყრობის, ცემის და მუქარის ფაქტები.