პანეტა ავღანეთში ვიზიტის განაგრძობს

პანეტა ავღანეთში ვიზიტის განაგრძობს

შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა ლეონ პანეტამ ავღანეთში ვიზიტისას განაცხადა, რომ საერთაშორისო კოალიცია ავღანეთში ომს იგებს და ამასთანავე უსაფრთხოებაზე კონტროლს ავღანეთის ძალებს გადასცემს. ამის შესახებ ლეონ პანეტამ ავღანეთში პაქტიკას პროვინციაში შეკრებილ ამერიკელ სამხედროებს განუცხადა. მისი თქმით, კოალიცია მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას ამ „სასტიკ კონფლიქტში.“ თუმცა პანეტას განცხადებით, ავღანეთში შეიქმნება უსაფრთხო და თვითმართვადი სახელმწიფო, სადაც არ იქნება ალ-ყაიდას და თალიბანის ადგილი. თავდაცვის მდივანი ავღანეთში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება და იქ განლაგებული ამერიკელი სამხედროების მიღწევებს ეცნობა.