ავღანეთ-პაკისტანის საზღვარზე სროლისას ავღანელი მესაზღვრე დაიღუპა
ავღანეთ-პაკისტანის საზღვარზე ორმრხრივი სროლის შედეგად ერთი ავღანელი მესაზღვრე დაიღუპა, ორი პაკისტანელი ჯარისკაცი კი დაიჭრა. ცეცხლის გახსნაში ავღანეთი და პაკისტანი ერთმანეთს ადანაშაულებენ. ინციდენტი საზღვრის იმ მონაკვეთზე მოხდა, სადაც თალიბ მეამბოხეებთან ბრძოლა მიმდინარეობს. ოფიციალური პირების განცხადებით, საარტილერიო ცეცხლის გაცვლა რამდენიმე საათს გაგრძელდა. ავღანეთის ოფიციალური პირები პაკისტანის ხელისუფლებას თალიბანთან ახლო ურთიერთობაში სდებენ ბრალს და აცხადებენ, რომ ისლამაბადი თალიბებს დიდი ხანია მხარს უჭერს.