თალიბებთან შერიგების პოლიტიკა

ავღანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ზალმაი რასულის განცხადებით, ეს ნაბიჯი სამშვიდობო მოლაპარაკებების შეუწყობს ხელს
ავღანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ზალმაი რასულმა სამშვიდობო მოლაპარაკებების ხელშეწყობის მიზნით პაკისტანს თალიბების გათავისუფლებისკენ მოუწოდა.

საერთაშორისო ძალების ავღანეთიდან გასვლამდე, რომელიც 2014 წლის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს, ქაბული ცდილობს პაკისტანის დახმარებით თალიბანთან შერიგების პოლიტიკას დაიწყოს.

ეს განცხადება ავღანელმა დიპლომატმა ქაბულში, პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჰინა რაბანი ხართან შეხვედრის დროს გაკეთა. მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ ისლამაბადი დარჩენილ თალიბ პატიმრებს მალე გამოუშვებს.