ამერიკის არა-სამხედრო დახმარება ავღანეთისადმი სავარაუდოდ 2024 წლამდე გასტანს
ოთხი წლის წინ ავღანეთის ომი ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში წამყვანი თემა იყო. სენატორმა ბარაკ ობამამ საარჩევნო კამპანიის დროს ავღანეთი მოინახულა კიდეც.
“2001 წლის 11 სექტემბრის მოვლენების შემდეგ, ერთერთი ყველაზე დიდი შეცდომა რაც დავუშვით იყო ის ფაქტი, რომ ავღანეთში არსებულ მდგომარეობას უფრო მეტი დრო და ყურადღება არ დავუთმეთ,” აცხადებდა სენატორი ობამა.
მაგრამ ახლანდელი არჩევნების მოახლოებისას ჩატარებული სოციოლოგიური კვლევები ადასტურებს რომ ამერიკელი ამომრჩეველი უფრო მეტად ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ მდგომარეობაზე ღელავს და არა ამერიკის ერთერთ ყველაზე გრძელვადიან ომზე საზღვარგარეთ.
ვაშინგტონში არსებული კატოს ინსტიტუტის ანალიტიკოსი მალუ ინოკენტი ამბობს, რომ საგარეოდან შიდა პრობლემებზე აქცენტის გადატანა მხოლოდ დრომ მოიტანა.
„ომის გაწელვით გამოწვეული ერთგვარი დაღლილობა უზომოდ მოქმედებს ხალხის განწყობაზე და სწორედ ამ ფაქტით აიხსნება ის გარემობება რომ ამერიკელებს ახლა უფრო მეტად სწორედ შინ არსებული სიტუაცია აინტერესებთ ყველა სხვა საკითხზე მეტად.“
ინოკენტი დასძენს იმასაც, რომ ათასობით დაღუპული და დაჭრილი ამერიკელი ჯარისკაცის, მილიონობით დახარჯული დოლარის შემდეგ, ამ ეტაპზე ძნელია ამერიკელებმა ზღვრული სარგებელი ნახონ აღნიშნული კონფლიქტით.
ჯერ კიდევ მარტში, გამოკითხული ამერიკელების ნახევარი ამბობდა, რომ ავღანეთიდან ჯარების გამოყვანა სურდა.
ბოლო საპრეზიდენტო დებატების დროს, ბარაკ ობამადა მიტ რომნი ავღანეთიდან ჯარების გამოყვანაზე საერთო პოზიციაზე შეჯერდა.
ობამა: „ჩვენ ახლა გვაქვს საშუალება ავღანეთიდან გავიდეთ პასუხისმგებლობით აღსავსე შეგნებით, და ასევე ვუზრუნველყოთ ის გარემოება, რომ ავღანელებმა თვითონვე ჩაიბარონ პასუხისმგებლობა საკუთარ უსაფრთხოებაზე.“
რომნი: „ჩვენ არ გვინდა კიდევ ერთი ერაყის ომი. არც ხელახალი ავღანეთი გვინდა. ეს ჩვენთვის არ იქნება სწორი გზა.“
ამ კონტექსტში, პოლიტიკური ანალიტიკოსი რობერტ გუტმანი ამბობს, რომ საპრეზიდენტო კანდიდატები საზოგადოების გრძნობებს ეხმიანებან, როცა ავღანეთში ომის დასრულებაზე მსჯელობენ, თუმცა რესპუბლიკელების ფავორიტს შეეძლო უფრო მოჭრით მოეთხოვა ამერიკელი ჯარების დაუყოვნებლივ გამოყვანა.
არაერთი სხვა ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ ავღანეთის მთავრობა მზად არ არის ქვეყნის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა აიღოს 2014 წელს. თუმცა ამ განაცხადს ამ ეტაპზე ამერიკელებისთვის ნაკლები მნიშვნელობა აქვს-მათ ჯარების უკან გამოყვანა სწადიათ.
და ბოლოს, ამერიკული შეიარაღებული ძალები ავღანეთში აგრძელებენ ბრძოლას იმ დრომდე, სანამ ვაშინგტონი და ქაბული დახმარების გრძელვადიანი პროგრამის დეტალებზე მუშაობენ. ამერიკის არა-სამხედრო დახმარება ავღანეთისადმი სავარაუდოდ 2024 წლამდე გასტანს.