ავღანეთის უსაფრთხოების სამსახურებსა და თალიბანს შორის ქვეყნის სამხრეთ აღმოსავლეთში შეტაკებები გრძელდება. ოფიციალური პირების განცხადებით, უსაფრთხოების სამსახურები ცდილობენ თალიბანის ქალაქ ღაზნიდან განდევნას, რომლის უდიდესი ნაწილი დაჯგუფებას აქვს დაკავებული.
ავღანეთის შეარაღებული ძალების ხელმძღვანელის, გენერალ მოჰამად შარიფ იაფტალის განცხადებით, ავღანეთის უსაფრთხოების ძალები აკონტროლებენ ყველა სტრატეგიულ პოზიციას ქალაქში, მათ შორის პროვინციის გუბერნატორის ოფისს, პოლიციის სამმართველოს, მთავარ სასჯელაღრსულების დაწესებულებას და ავღანეთის სადაზვერვო სააგენტოს ოფისს.
„ავღანეთის უსაფრთხოების ძალები შემდეგ ორ დღეში შეძლებენ მშვიდობის და სტაბილურობის აღდგენას ღაზნიში“, - განაცხადა იაფტალიმ.
იაფტალიმ პირდაპირ დასდო ბრალი პაკისტანის სადაზვერვო სამსახურებს თალიბანის დახმარებაში. თუმცა მტკიცებულება არ წარუდგენია.